ქართული
ენა და ლიტერატურა-პროექტი "მთის არწივი"
·
პროექტის მთავარი იდეა, თემა: ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გაცნობა, პერსონაჟების გაცოცხლება,
მათი დადებითი და უარყოფითი თვისებების ხაზგასმა.
·
პროექტის აქტუალობა, მნიშვნელობა: თანამედროვეობასთან დაკავშირებული, საზოგადოებაში არსებული
პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და მათი
გადაჭრის გზების ძიება.
·
მიზანი: კვლევის, დაკვირვების მსჯელობის, ძიების, კრეატიული
აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
·
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
·
ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე.
·
მოსალოდნელი შედეგი,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მიღებული ცოდნის რეალიზება ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შემოქმედებითი კუთხით,როგორიცაა: , სპექტაკლის დადგმა, გაზეთისა, ვიდეო და ფოტომასალების შექმნა.
·
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა, მონიტორი,
პროცესორი, ვიდეო დისკები.
·
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მხატვრული კითხვა, როლების განაწილება,პერსონაჟების
გაცოცხლება, ინტერვიუები კომპეტენტური პირებისგან, კედლის გაზეთის რედაქტირება, ექსკურსია
სახლ-მუზეუმში, გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.
·
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირში: ქართული ენა და ლიტერატურა,
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად ვაჟას შემოქმედების გაცნობა.
·
პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა ლილუაშვილი.
·
ელ-ფოსტა: lianaliluashvili@gmail.com
·
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lianaliluashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment